ორშ - შაბ 10.00 - 18.00
032 2 500 200 დაგვიკავშირდით

1. სად შემიძლია ვნახო ავტომობილები?

ავტომობილების ნახვა შეგიძლიათ როგორც ონლაინ ბაზაში ჩვენს ვებ-გვერდზე: http://autohub.ge ასევე ჩვენს ავტოსადგომზე, რომელიც მდებარეობს თბილისში ჯორჯ ბალანჩინის #7.

2.თუ არის შესაძლებელი ავტომობილის განვადებით შეძენა?

დიახ. ჩვენი ავტოსადგომის ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის, თიბისი ლიზინგის და მისო ევროკრედიტის გამარტივებული განვადებით საკრედიტო ისტორიის მიუხედავად. პირობებისთვის უნდა ეწვიოთ ავტოსადგომს, შეარჩიოთ სასურველი ავტომობილი და გაიაროთ კონსულტაცია საფინანსო კომპანიებთან.

3.როგორ შეიძლება ავტომობილის მდგომარეობის დადგენა?

ავტოჰაბის ტექნიკური ჯგუფის კონსულტანტები ამწის მეშვეობით შეგიფასებენ ავტომობილის მდგომარეობას, ასევე თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი 2 საათის განმავლობაში გაიყვანოთ Test Drive -ზე ან შეამოწმოთ თქვენთვის სასურველ ავტოსერვისში.

4.თუ შეიძლება ავტომობილის დაქირავება მძღოლის თანხლებით?

დიახ თქვენ შეგიძლიათ იქირავოთ ავტომობილი მძღოლის თანხლებით.

5.რას მოიცავს მეორადი ავტომობილების გარანტია?

ავტოჰაბი იძლევა 1 თვიან გარანტიას ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდების გამართულობაზე ავტოჰაბის მიერ შეძენილ ავტომობილებზე, ხოლო ავტოჰაბში მომხმარებლის მიერ გაჩერებულ ან ლომბარდიდან სარეალიზაციოდ გადმოცემული ავტომობილის 1 თვიანი გარანტია შეგიძლიათ შეიძინოთ სურვილის შემთხვევაში, რომლის ფასი შეადგენს ავტომობილის ღირებულების 3%- ს.